თბილისის მერიის აკრძალვის მიუხედავად, დედაქალაქის ზოგიერთ უბანში გარევაჭრობა კვლავ გრძელდება.კერძოდ, ფოტოები „გლდანი მოლისა“ და მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიას ასახავს, სადაც მოვაჭრეები კვლავ ახორციელებენ საქონლის მიწოდებას.
ცნობისითვის, თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე - იწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20 ლარით. გარე ვაჭრობის პირველი შემთხვევა ითვალისწინებს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით და საქონლის კონფისკაციას. ხოლო იგივე ქმედების ჩადენა განმეორებით, გამოიწვევს სამართალდამრღვევის 100 ლარით დაჯარიმებას და საქონლის კონფისკაციას.