მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ვისკი 1.5 მლნ დოლარად გაიყიდა

ლონდონში, შოტლანდიური ვისკი „Macallan“ 1.5 მილიონ დოლარად გაიყიდა, რის გამოც ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ვისკის ბოთლია. ამის შესახებ საააუქციონო სახლი „Christie's“ იუწყება.

„ვისკი „Macallan“ უნიკალურ ბოთლშია ჩამოსხმოული და ირლანდიელი მხატვრის მაიკლ დილონის მიერ არის მოხატული. მისმა ფასმა 1.2 მილიონ ფუნტს მიაღწია (რაც დაახლოებით 1.529 მილიონ დოლარს უდრის) და აუციონის მსოფლიო რეკორდი მოხსნა“ - იუწყება აუქციონის სახლი „ტვიტერის“ გვერდზე.

„Christie's“-ს ცნობით, ვისკი ჩამოისხა 1986 წელს, 1926 წლიდან კი ის კასრში იყო შენახული. 40 ბოთლიდან, რომელიც იმ დროისთვის „Macallan“-მა გამოუშვა, მხოლოდ ერთი ბოთლი მოხატა დილონმა. ირლანდიელმა მხატვარმა მასზე მაკალანის ოჯახის ისტორიული სახლი გამოსახა, რომელიც 1700 წელსაა აშენებული. ბოთლი უნიკალურ სასაჩუქრე ხის ქეისში ინახება, რომელშიც ასევე მოთავსებულია მაკალანის წერილი.

2007 წელს იმავე ბრენდის ვისკი, 60 წლიანი დაძველებით, აუქციონზე 75 ათას დოლარად გაიყიდა.