მიკროსაფინანსო ორგანიზაცაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობა გაიზარდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მე-3 კვარტალში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობამ 20,695 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,949 მლნ ლარით მეტია. 2017 წლის მესამე კვარტალში დასაკურებული ქონება 16,745 მლნ ლარი იყო.
ამასთან, სებ-ის ცნობით, 2018 წლის ოქტომბერში ბაზარზე 67 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა, მაშინ როცა გასული წლის ოქტომბერში 79 მიკროსაფინანსო იყო რეგისტრირებული.