საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში ეკონომიკური ზრდა, წინასწარი მონაცემებით, 6.7 პროცენტი იყო.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2018 წლის ათი თვის საშუალო რეალური ზრდა კი, 5,1 პროცენტს შეადგენს.
წინასწარი შეფასებით, 2018 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, ვაჭრობისა და მშენებლობის დარგებში.