შვედური კომპანია H&M მის კუთვნილ ერთ-ერთ ბრენდს Cheap Monday-ს ხურავს. ამის მთავარი ზიზეზი გაყიდვების შემცირებაა - აღნიშნულია კომპანიის ვებ-გვერდზე.
„კომპანია აღნიშნული ბრენდის ნაწარმის რეალიზება საბითუმო გზით ხდებოდა, რომელიც სერიოზულ პრობლემებს წააწყდა“, - წერია განცხადებაში.
ბრენდის ლიკვიდაცია მომავალი წლის 30 ივლისს მოხდება. Cheap Monday -ის პროდუქციის მიწოდება ევროპის 17 ქვეყანაში ხდებოდა, სხვა ქვეყნებისთვის კი მისი შეძენა ინტერნეტის საშუალებით იყო შესაძლებელი სხვადასხვა საიტების მეშვეობით.
გარდა Cheap Monday-სა, H&M ფლობს საკუთარი სახელწოდების ბრენდს და ასევე Monki-ს, COS-ს, Arket-ს, Weekday-ს და Other Stories-ს.
გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა ასევე, რომ კომპანია გეგმავდა საკუთარი ოფლაინ მაღაზიების შემცირებას ასევე გაყიდვების შემცირების გამო და პროდუქციის რეალიზაციის ონლაინ რეჟიმში გადატანას. H&M-ის წლიურ ანგარიშში წერია,რ ომ კომპანიის გლობალური გაყიდვები 2017 წელს 4%-ით 5,1 მილიარდ ევრომდე შემცირდა.
კოკა კვირკველია