რაში დახარჯა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სარეზერვო ფონდიდან ფული

რეგიონებში განათლების ხარისხისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა, კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენა, კონსტიტუციის ცოდნის პოპულარიზაცია - ეს ის პრიორიტეტული მიმართულებებია, რაშიც 2017 წელს საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან თანხა დაიხარჯა.

როგორც ცნობილია, ქართული ოცნების ხელისუფლებაშო მოსვლის შემდეგ პრეზიდენტის ყოველწლიური სარეზერვო ფონდის მოცულობა 5 მილიონ ლარამდე შემცირდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რაში დახარჯა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2017 წელს ფონდში აკუმულირებული 5 მილიონი ლარი.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, ფონდიდან 2017 წელს 4 970 011 ლარი დაიხარჯა, ანუ ადმინისტრაციას ნაშთის სახით 29 988 ლარი დარჩა.

რაც შეეხება დაფინანსებულ პრიორიტეტულ პროექტებს, 2017 წელს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ყველაზე მეტი თანხა - 1 172 530 ლარი გამოყო რეგიონებში განათლების ხარისხისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობაზე, სულ დაფინანსდა 41 პროექტი. მეორე ადგილზეა - სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჩართულობის ხელშეწყობის მიმართულება, სულ დაფინანსდა 33 პროექტი, ჯამში კი 762 365 ლარი დაიხარჯა. კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის მიმართულებაზე კი 19 პროექტი დაფინანსდა და ამისთვის 813 128 ლარი გამოიყო.

bpn

პროექტების გეოგრაფიული განაწილება კი ასე გამოიყურება -  სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხების მიხედვით ყველაზე მეტი პროექტი თბილისში დაფინანსდა, მთლიანი პროექტების 27,37%, მეორე ადგილზეა უცხოეთი - 9,82% და მესამეზეა პანკისის ხეობა - ჯამურად 4,58%. 

bpn