„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლებს ზამთრის 3 პროდუქტზე 30%-იანი ქეშბექ აქციას სთავაზობს

“თეგეტა” მომხმარებლებს ზამთრის დადგომასთან ერთად, მხოლოდ 3 დღით, 30 ნოემბერს და 1, 2 დეკემბერს ზამთრის 3 პროდუქტზე სპეციალურ აქციას სთავაზობს.

„თეგეტა მოტორსის“ ცნობით, აქციის ფარგლებში ზამთრის საბურავის, აკუმულატორის ან ანტიფრიზის შეძენისას მომხარებელს გადახდილი თანხის 30% დაუბრუნდებათ თეგეტა ქარდზე. ამასთან, დამატებით ნებისმიერი მომხმარებელი მიიღებს უსასრულო გარანტიას ბრიჯსტოუნის ზამთრის საბურავებზე, ხოლო აკუმულატორის შეძენისას დამატებით ფასდაკლებას ძველი აკუმულატორის ჩაბარების შემთხვევაში.

აქცია მოქმედებს „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

„ასევე გაცნობებთ, რომ კვირას, 2 დეკემბერს, თეგეტას ფილიალები იმუშავებენ 9:30 - 16:00 საათამდე. კვირას შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ფილიალების მომსახურებით, თბილისი - დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №5; დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქუჩა, მიონის მოპირდაპირე მხარე; უნივერსიტეტის ქ. №6; ვარკეთილი, ლაღიძის ქ. №7; კახეთის გზატკეცილი №15; დიღმის მასივი, VI კვარტალი, №22; თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარედ); ქ. მარნეული - 26 მაისის ქუჩა; ქ. გორი - შინდისის გზატკეცილი №2; ქ. ახალციხე - თამარაშვილის ქ. №67; ქ. ქუთაისი - ახალგაზრდობის გამზირი №102; ქ. ბათუმი - აეროპორტის გზატკეცილი №263 ბ (საბაჟო ტერმინალის მიმდებარედ).

თეგეტა ქარდზე დარიცხული თანხა შეგიძლიათ გამოიყენოთ თეგეტას ბრენდირებული აქსესუარების, ინსტრუმენტების, ავტომობილის მოვლის საშუალებების და ნებისმიერი დასახელების პროდუქტის ან სერვისის შესაძენად თეგეტას ქსელში.

ასევე თეგეტა გთავაზობთ წინასწარი ჩაწერის სერვისს, რომლის საშუალებითაც თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაჯავშნოთ ვიზიტი სწრაფი სერვისის ან სერვისების მისაღებად. ამასთანავე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თეგეტა კომფორტის“ სერვისით, რომლის ფარგლებში პერსონალური მენეჯერი მოგაკითხავთ სასურველ მისამართზე და თავად უზრუნველყოფს თქვენი ავტომობილის სერვის ცენტრში გადაყვანას“, - ნათქვამია „თეგეტა მოტორსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღნიშნული სერვისით სარგებლობა მომხმარებლისთვის შესაძლებელია როგორც ონლაინ რეზერვაციით reservation.tegetamotors.ge, ისე თეგეტას ცხელი ხაზის მეშვეობით 032 226 44 44.