იტალიაში ულტრამემარჯვენე შს მინისტრის მიერ მომზადებული ანტისაიმიგრაციო დეკრეტი ძალაში შევიდა, ინფორმაციას France 24 ავრცელებს.
კანონის მიხედვით, მარტივდება ქვეყნიდან მიგრანტების გაძევება, ცხოვრების უფლების მიღება კი კიდევ უფრო რთულდება. დეკრეტს, სენატის შემდეგ, პარლამენტის ქვედა პალატის 396-მა დეპუტატმა 99-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
„ბედნიერი ვარ, ეს ღირსშესანიშნავი დღეა,“ - განაცხადა ჟურნალისტებთან შს მინისტრმა მატეო სალვინიმ.
კანონის მიღებას წინ უძღოდა იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯუზეპე კონტეს განცხადება გაეროს მიგრაციის პაქტისგან იტალიის დისტანცირების შესახებ. მისი თქმით, პარლამენტი "ბოლო სიტყვას იტყვის" და რომი რატიფიცირებისთვის კონფერენციას არ დაესწრება. განაგრძეთ კითხვა