არ მგონია, რომ პრეზიდენტის სასახლის პრივატიზებაზე საუბარი სწორი ან სერიზოული იყოს, რა თქმა უნდა, დარჩება სახელმწიფოს ბალანსზე,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით განუცხადა.
კობახიძის თქმით, მას ამ ეტაპზე პირადი პოზიცია არ აქვს და ამ თემაზე იმსჯელებენ.
„ჩემი პირადი პოზიცია ამ ეტაპზე არ მაქვს. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ამაზე გადაწყვეტილების მიღება. ალბათ, რაღაც ფორმატში განიხილება და გადაწყვეტილება მიღებული იქნება. არ მგონია, რომ პრივატიზებაზე საუბარი სწორი ან სერიოზული იყოს. რა თქმა უნდა, დარჩება სახელმწიფოს ბალანსზე და თუ რა მიზნით იქნება გამოყენებული ეს შენობა, ამაზე გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული საერთო საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე “, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.