LG G3 საქართველოს ბაზარზე შემოდის

LG-ის უახლესი მოდელის სმარტფონის პრეზენტაცია დღეს თბილისი ცენტრალში, "არაი თუმოროუს" ახლადგახსნილ მაღაზიაში გაიმართა.

როგორც LG-ის ამიერკავკასიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საილას ჩოი აცხადებს, განსხვავებული უნიკალური დიზაინის სმარტფონის - LG G3-ის შეძენა საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს LG-ის ექსკლუზიურ პარტნიორ "არაი თუმოროუს" მაღაზიაში უკვე შეუძლია.

მისივე თქმით,  LG G3-ს გააჩნია მაქსიმალურად გამარტივებული ფუნქციები და მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე. რაც შეეხება უშუალოდ ტელეფონს, ახალ სმარტფონს აქვს QHD ეკრანი, ეკრანი 5.5 ინჩია და აქვს სპეციალური მექანიზი, რაც იცავს დაკაწვრისგან და დაზიანებისგან. რაც შეეხება კამერას, ის მოძრაობაშიც კი ინარჩუნებს გამოსახულებას და ბუნებრივ ფერებს. ასევე მნიშვნელოვანი დეტალი – ახალი სმარტფონით პოპულარული "სელფის" გადაღება შესაძლებელია ჟესტიკულაციით.

ამასთან, ახალი LG G3-ის ბატარეა საკმაოდ გამძლეა, ტელეფონი ხანგრძლივად მუშაობს, სპეციალური მოწყობილობის საშუალებით კი შეასაძლებელია მისი უსადენოდ დატენვა.

ახალი სმარტფონის შესაძლებლობებზე საუბრობს ”არაი თუმოროუს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თინათინ დიდავაც. მისი თქმით, ახალი სმარტფონი მრავალფუნქციურია და კორეაში გაყიდვების კუთხით უკვე ლიდერ პოზიციაზეა.