ქუთაისში ადგილობრივმა მთავრობამ შექმნა კომისია, რომელიც სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს თვლის.როგორც ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა ჯონი არაბიძემ განაცხადა, პირველ რიგში მთავრობა მოსახლეობას დაეხმარება, რათა დროულად მოხდეს მათი საცხოვრებელი სახლების გადახურვა.
„ჩვენ სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს ვითვლით, თუმცა პარალელურად სწრაფად დავიწყებთ მოსახლეობის დახმარებას. სახურავის გარეშეა დარჩენილი 200- მდე სახლი. ე.წ. ამხანაგობის კორპუსებს ჩვენივე ძალებით გადავხურავთ, ხოლო კერძო სექტორში დაუყოვნებლივ შევიტანთ სპეციალურ მასალებს“, - განაცხადა ჯონი არაბიძემ.