„ბორჯომის“ მწარმოებელ შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანიზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილება შევიდა.
კერძოდ, მთავრობის 9 ნოემბრის განკარგულებით, კომპანიას შესაძლებლობა მიეცემა, რომ უფრო დიდი რაოდენობით სასარგებლო წიაღისეული (წყალი) მოიპოვოს.
შედეგად, ცვლილების თანახმად, სასარგებლო წიაღისეულის ოდენობა წელიწადში არაუმეტეს - 294 774 კუბური მეტრის; ხოლო ნაკიანი წლებისთვის არაუმეტეს 295 581.6 კუბური მეტრის მოცულობით განისაზღვრა.
„ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, მოსაპოვებელი გაზრდილი სასარგებლო წიაღისეულის გაზრდილ ოდენობაზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 8 496 192 ლარი გადაიხადოს. თანხის დაფარვა კი ლიცენზიაში ცვლილების შეტანიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოხდეს,“-აღნიშნულია განკარგულებაში.