ჩინეთი და აშშ მოლაპარაკებების მსვლელობისას მზად არიან უარი თქვან დამატებითი გადასახადების შემოღებაზე. ამის შესახებ სააგენტო „სინჰუა“ წერს.
ამასთან, თეთრ სახლში იუწყებიან, რომ დონალდ ტრამპის სი ძინაპინთან დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას შეთანხმდნენ, რომ აშშ არ გაზრდის 1-ლი იანვრიდან 10%-იდან 25%-მდე საბაჟო ტარიფებს ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე, ხოლო სი ძიანპინი დათანხმდა ჩინეთმა შეიძინოს ამერიკული პროდუქცია დიდი რაოდენობით, რათა დააბალანსოს ის სავაჭრო დისბალანსი, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს. თუმცა თუ შტატები და ჩინეთი ვერ მიაღწევენ შედეგს მომდევნო 90 დღის განმავლობაში, დონალდ ტრამპი იტოვებს უფლებას, რომ გაზრდის გადასახადებს 25%-მდე - აზუსტებს თეთრი სახლი.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპსა და სი ძიანპინს შორის შეხვედრა G20 სამიტის ფარგლებში 2,5 საათი გაგრძელდა. სამუშაო სადილის დაწყებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი პირადი ურთიერთობები სი ძინაპინტან დაეხმარება ქვეყნებს შეათანხმონ ახალი სავაჭრო ხელშეკრულება.
კოკა კვირკველია