თერჯოლაში გადამუშავებული შავი ლითონი ექსპორტზე სხვადასხვა ქვეყნებში გავა

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ კვახჭირში ფეროშენადნობი საწარმო აშენდება.

პროექტს, შპს „ექსიმგრუპი“ განახორციელებს, რისთვისაც 2 500 000 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ახალი საწარმო 70 ადამიანის დასაქმებას შეძლებს და მათი უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

ახალი საწარმო წელიწადში არანაკლებ 8 000 ტონა შავი ლითონის გადამუშავებას და ფეროსილიკომანგანუმის წარმოებას შეძლებს. აღსანიშნავია, რომ საწარმო ნედლეულის ადგილობრივი მწარმოებლებისგან შეიძენს, ხოლო პროდუქცია სრულად ექსპორტზე გავა, რაც ექსპორტის ზრდას და დადებითი სავაჭრო ბალანსის ფორმირებას შეუწყობს ხელს.

ცნობისთის, „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე მხარდაჭერილია 402 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 976 მლნ ლარზე მეტია. პროექტების განხორციელებით ჯამში 15,500- მდე ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.