„საქართველოს ეროვნული ლატარია“ - „ჯოკერში“ პირველი 20 000 ლარი გათამაშდა

„საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ“ დაარსებიდან 9 თვეში მომენტალური გათამაშების ბილეთების მოგების სახით 9 მილიონ 100 ათასი ლარი გასცა.„საქართველოს ეროვნული ლატარიის“ ინფორმაციით, ლატარიის გამარჯვებულებს კიდევ ერთი ბედნიერი გამარჯვებული შეემატა. არტურ საგრადიანმა მომენტალური ლატარია „ჯოკერის“ ბილეთი თეთრიწყაროში ორ ლარად შეიძინა, იქვე ადგილზე გადაფხიკა და მომენტალურად 20 000 ლარის მფლობელი გახდა.

„შაბათს, დილით, ცუდ ხასიათზე ვიყავი, გადავწყვიტე, ლატარიის ბილეთები მეყიდა და სამი სხვადასხვა გათამაშების ბილეთი შევიძინე. ერთ ბილეთში ორი ლარი მოვიგე, მეორეში – ათი, ხოლო როდესაც „ჯოკერი“ გადავფხიკე და მივხვდი, რომ 20 000 ლარი მოვიგე, სიხარულისგან თვალებში დამიბნელდა, ნამდვილად არ ველოდი, უბედნიერესი ვარ“, – აცხადებს არტურ საგრადიანი. „ჯოკერში“ მაქსიმალური მოგების 20 000 ლარის პირველი გამარჯვებული არტურ საგრადიანი მოგებული თანხით ვალების გასტუმრებას და, ასევე, აუტისტური სპექტრის დაავადების მქონე 11 წლის შვილის მკურნალობას აპირებს. მოჯოკრე შენც და მოიგე მომენტალურად 20 000 ლარი, მოგება შეუძლია ყველას“,- ნათქვამია განცხადებაში.