2019 წელს, კომპანია „აგროლეინი“ მოცვის ჩინეთში ექსპორტზე გატანას გეგმავს.ამის შესახებ EastFruit-ს კომპანიის დირექტორმა გიორგი ღვინიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ჩინურ მხარესა და კომპანია „აგროლეინს“ შორის შეთანხმება ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაზე შედგა, რომელიც ნოემბრის დასაწყისში, შანხაიში გაიმართა.
მისივე ინფორმაციით, პირველი ნაბიჯები დაიგეგმა მაისში, როდესაც საქართველოში მოცვის სეზონი იწყება. ამ ეტაპზე, „აგროლეინი“, შესაბამის ორგანიზაციასთან ერთად, მიწოდების ოპტიმალური ვარიანტის შერჩევაზე მუშაობს.
რაც შეეხება გასულ სეზონს, გრძელვადიანი შეთანხმების თანახმად, კომპანიამ ექსპორტი უკვე განახორციელა ქუვეითში, ყატარსა და არაბეთის საემიროებში. აღნიშნულ ბაზრებზე მიწოდება მომავლშიც გაგრძელდება.
კომპანია „აგროლეინმა“ კენკრისა და ხილის დამუშავება/ შეფუთვა 2017 წელს, ბაღდათის რაიონში, სახელმწიფო ხელშეწყობით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში დაიწყო. წარმოება ISO 22000 სტანდარტით ხორციელდება.
კომპანიას აქვს სამაცივრე კომპლექსი, ასევე სპეციალური აპარატურა, რომლითაც კენკრა მაქსიმალურად იყინება.
„აგროლეინის“ 100%-იანი წილის მფლობელია სააქციო საზოგადეობა „ვარციხის პლანტაციები“, რომელიც მოცვისა და შავი ქლიავის პლანტაციებს ფლობს.