აჭარაში მანდარინის კრეფა, გადამუშავება აქტიურად მიმდინარეობს. 2018 წელის 26 ნოემბრის მდგომარეობით, ციტრუსის ექსპორტის მოცულობამ დაახლოებით, 4,5 000 ტონა შეადგინა.ამის შესახებ EastFruit-ს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს.
უწყების ინფორმციითვე, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორჯერ მეტია.
დღეის მდგომარეობით, საქართველოდან ციტრუსის ექსპორტი ხორციელდება 7 ქვეყანაში: რუსეთში, სომხეთში, უკრაინაში, ლატვიაში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში.
სამინისტროს ცნობით, აჭარაში დაახლოებით, 30-მდე საწარმო ახორციელებს ფერმერებისგან მანდარინის მიღებას და შემდეგ საექსპორტოდ გადამუშავებას.
რაც შეეხება პროდუქციის საფასო ღირებულებას, 1 კგ სტანდარტული მანდარინის საშუალო ფასი 0. 46 - 0,6 ლარია.
როგორც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, პარალელურად, 25 ნოემბერს, აჭარაში არასტანდარტული მანდარინის მიღებაც დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წელია, რაც არასტანდარტული მანდარინის შეძენა რეგიონალური ბიუჯეტიდან სუბსიდირების პროგრამით ხორციელდება. 1 კგ არასტანდარტული მანდარინის ფასი 20 თეთრია.