კურორტ გოდერძიზე და დიდველზე ზამთრის ტურისტული სეზონის გახსნა გადაიდო.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ავრცელებს.
„გაცნობებთ, რომ გოდერძისა და დიდველზე სამთო-სათხილამურო სეზონი ოფიციალურად 8 დეკემბერს უნდა გახსნილიყო, თუმცა უთოვლობის გამო, დაგეგმილი გახსნა გადაიდო. ამინდის ცვლილების შესაბამისად მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას“, - აღნიშნულია განცხადებაში.