Forbes-მა 7 წლის ბიჭი ყველაზე მაღალანაზღაურებად YouTube -ის ბლოგერად დაასახელა

7 წლის ამერიკელი ბიჭუნა YouTube-ზე ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბლოგერების სიას სათავეში უდგას. ამ ინფორმაციას ჟურნალი Forbes-ი აქვეყნებს.

7 წლის რაიანი მშობლების დახმარებით მართავს YouTube -ის არხს Ryan ToysReview-ს, რომლის ხელმომწერების რაოდენობა 17,3 მილიონს აღემატება, ხოლო მისი ვიდეოების ყურების რაოდენობამ წლის განმავლობაში 26 მილიარდი შეადგინა.

ვიდეოეპიზოდებში პატარა ბლოგერი, რომელსაც მშობლები უღებენ კამერით, თამაშობს სათამაშოებს და მათზე შთაბეჭდილებებს ყვება. გამოცემის ინფორმაციით, ამ არხმა მის მფლობელებს წლის განმავლობაში 22 მილიონი შემოსავალი მოუტანა.

Forbes-ი აღნიშნავს, რომ მისი ანალიტიკოსები ამ თანხაში მხოლოდ შემოსავლებს ითვლიან და მასში არ არის შესული არც მოგების გადასახადი და არც აგენტებზე, მენეჯერებსა და იურისტებზე გაწეული ხარჯები.

რეიტინგში მეორე ადგილზეა 21 წლის მსახიობი ბლოგერი ჯეიკ პოლი ლოს-ანჟელესიდან, რომლის ხელმომწერების სიამ 17,6 მილიონს მიაღწია, ხოლო ბოლო ერთი წლის შემოსავალმა 21,5 მილიონ დოლარს. მესამე ადგილზეა არხი Dude Perfect სპორტულ ტრიუკებზე კომედიურ ჟანრში, რომელსაც ხუთი ახალგაზრდა გვთავაზობს. არხმა მის მფლობელებს 20 მილიონის შემოსავალი მოუტანა.

კოკა კვირკველია