2018 წლის მე-3 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 186,7 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 43,2 ლარით მეტია.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქალების ხელფასმა - 892,6 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 55,4 ლარით) შეადგინა.
საწარმოთა ზომის მიხედვით კი საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 192,8 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 374,6 ლარი, მცირე ბიზნესი – 1 070,0 ლარი.
ცნობისთვის, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა მიმდინარე წლის მე-3 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 17,3 პროცენტით გაიზარდა და 21,8 მილიარდი ლარი შეადგინა.