„ყვითელი ჟილეტების“ აქციის შედეგი საფრანგეთში და საწვავის ფასები ევროპაში

„ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო აქციების ფონზე, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ედუარ ფილიპი საწვავზე გადასახადების ზრდაზე მორატორიუმის გამოცხადებას აპირებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ საფრანგეთის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, საფრანგეთის პრემიერი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მმართველი პარტიის დეპუტატებთან შეხვედრაზე გამოაცხადებს.

ცნობისათვის, საფრანგეთში 17 ნოემბრიდან მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, რომლის ფარგლებში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ წევრები საწვავზე ფასების ზრდას აპროტესტებენ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საწვავზე გადასახადის ზრდის გადაწყვეტილება კი გარემოს დაცვის და კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლის მიზნით მიიღო.

ფასის ზრდის გამო ე.წ „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის წევრებმა 11 მთავარი საწვავის დეპოს ბლოკირება მოახდინეს, ამის გამო საფრანგეთში 75 ბენზინგასამართი სადგური საწვავის გარეშე დარჩა. როგორც ნავთობკომპანია „ტოტალის“ წარმომადგენელი აცხადებს, თუ პროტესტი მალე არ შეწყდება, მაშინ საწვავის მარაგი კიდევ უფრო მეტ ბენზინგასამართ სადგურს ამოეწურება.

საფრანგეთის პროტესტის პარალელურად ევროკომისიამ დიზელისა და ბენზინის ფასებზე მონაცემები გამოაქვეყნა. აღსანიშნავია, რომ მონაცემები მიხედვით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საწვავის ყველა პროდუქტზე გადასახადები შემცირდა.

მონაცემების მიხედვით, დიზელზე ყველაზე მაღალი ფასი შვედეთშია, სადაც ერთი ლიტრი 1.54 ევრო ღირს. ამ კუთხით საფრანგეთი მეექვსე ადგილზე 1.46 ევროთი გავიდა.

რაც შეეხება ბენზინის ფასს, ევროზონაში ყველაზე მაღალი იტალიას აქვს, სადაც ერთი ლიტრი ბეზინი 1.60 ევრო ღირს. ბენზინის შემთხვევაში საფრანგეთი 1.45 ევროთი ათეულში მერვე ადგილზეა.

საწვავის ფასები ევროპაში:

bpn

bpn

საინტერესოა ევროკავშირში მყოფ სხდასხვა ქვეყანას საწვავთან მიმართებით როგორი პოლიტიკა აქვს.

გერმანია

გერმანიაში მანქანების წარმოებას ეკონომიკაში მნიშნელოვანი წილი უკავია. ამიტომ გასაკვირის არ არის, რომ ავტომობილების წარმოებასა თუ საწვავთან დაკავშირებით სერიოზულ ზომებს არ იღებენ. კანცლერი ანგელა მერკელი შეეცადა საავტომობილო ინდუსტრია დაეცვა სხვადასხვა ქალაქებში დიზელის აკრძალვასთან დაკავშირებით. ამის პარალელურად გამონაბოლქვის კონტროლის განახლების მიმართულებით აქტიური ღონისძიებები არ გატარებულა.

ესპანეთი

ესპანეთმა შეიძლება ითქვას, ძალიან ამბიციური გეგმა დაიწყო. მათი მიზანია 2040 წლისთვის ქვეყანაში დიზელისა და ბენზინის ავტომობილები აკრძალოს. თუმცა ავტომობილების მწარმოებლების თქმით, ინდუსტრია მზად არ არის, რომ ქვეყანა მთლიანად ელექტროავტომობილებზე გადავიდეს.

იტალია

დანარჩენ ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, იტალიაში ბენზინზე ფასი ყველაზე მაღალია. მიუხედავად ამისა, იტალიელები საფრანგეთის პროტესტის განმეორებას არ აპირებენ.

ირლადნია

პროპორციულად ირლანდიაში ყველაზე ხშირად დიზელის ავტომიბილებს ყიდულობენ, ამიტომ დიზელის ან დიზელისძრავიანი მანქანების წინააღმდეგ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მტკივნეული იქნება.

დიდი ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2040 წლისთვის ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის საწვავის მქონე ავტომობილების გაყიდვის აკრძლავას აპირებენ. თუმცა შოტლანდიის ამბიციები უფრო შორს წავიდა და ამას 2032 წლისთვის გეგმავენ.

ბელგია

გასულ კვირას ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში წყლის ჭავლი გამოიყენა მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების" წინააღმდეგ, რომლებიც საფრანგეთის საზღვარს მიუახლოვდნენ. აღსანიშნავია, რომ ბელგიაში დასავლეთ ევროპასთან შედარებით საწვავზე ფასები დაბალია.

ლიკა ამირაშვილი