მოლდოვაში ვაშლი უკვე 40%-ით გაძვირდა, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნებში პროდუქციის ფასი არც ისე მზარდია.East fruiT-ის მონაცემებით, ნოემბრის ბოლო კვირაში ვაშლის ბაზარზე საინტერესო მოვლენები განვითარდა. კერძოდ, საკმაოდ მოულოდნელი იყო მოლდოვაში ვაშლის ფასის მკვეთრი ზრდა. კერძოდ, ქვეყანაში პროდუქციის საბითუმო ღირებულება 18%-ით, ხოლო მთლიანი თვის განმავლობაში 40%-ით გაიზარდა.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ საქართველოში ვაშლის ღირებულება უკვე ზედიზედ მესამე კვირაა ეცემა. სავარაუდოდ, მომწოდებლები ფოკუსირებული იყვნენ ბაზრის რეალურ ფასებთან შედარებით, საკმაოდ მაღალ ფასზე.
ბაზარზე ყველაზე ძვირადღირებული ჯიშებია, „ფუჯი“, „გოლდენ დელიშესი“ და “გრანი სმიტი“. საქართველოში კი, საკმაოდ მოულოდნელად, „აიდარედი“ ყველაზე ძვირად ღირებულ სახეობად იქცა.