Verizon-ი და Samsung-ი 5G ტექნოლოგიის სმარტფონებს 2019 წელს გამოუშვებენ

პროვაიდერი Verizon-ი და ელექტრომოწყობილობების მწარმოებელი კომპანია Samsung-ი 5G ტექნოლოგიის სმარტფონებს გამოუშვებენ.

უკვე ცნობილია, რომ ახალი სმარტფონი ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდება და თავდაპირველად მხოლოდ ამერიკაში. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული,  Samsung-ის კონკურენტი Apple 5G სმარტფონების გამოშვებას 2020 წლამდე არ აპირებს. Reuters-ის აზრით, კონკურენტის ეს ნაბიჯი Samsung-ს და Verizon-ს საშუალებას მისცემს თავიდანვე მიიპყროს მომხმარებელი, რომელიც სამომავლოდ გეგმავს 5G ქსელში ჩართვას.

მობილური კავშირის სტანდარტი 5G უზრუნველყოფს უფრო მაღალ გამტარუნარიანობას იმათთან შედარებით, რაც ამ დროისთვის არის ხელმისაწვდომი. ამ სტანდარტის საშუალებით შესაძლებელია ინფორმაციის რეკორდულად მაღალი სიჩქარით გადაცემა - 25გვ/წამში, მსგავსი მაჩვენებელი კი საშუალებას იძლევა მომხმარებლებმა ონლაინ ტრანსლირება მოახდინოს 8K (Ultra HD) ფორმატში. როგორც მოსალოდნელია, მისი კომერციული ექსპლუატაცია 2020 წლიდან დაიწყება.

კოკა კვირკველია