გუდაური-კობის მონაკვეთზე, 5-6 დეკემბერს, 12:00-დან 16:00 საათამდე მოძრაობა აიკრძალება

გუდაური-კობის მონაკვეთზე 5-6 დეკემბერს, 12:00-დან 16:00 საათამდე, მოძრაობა აიკრძალება,- ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე, მდ. ბიდარაზე მოწყობილ დროებით ხიდზე, საჭიროა ლითონის მალის ნაშენის სავალი ნაწილის გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება, რის გამოც, 2018 წლის 5 და 6 დეკემბერს, 12:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე, ზემოაღნიშნული საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.