მზის ელექტროსადგურების მშენებლობაზე გაფორმებული მემორანდუმები გაუქმდა. ამის შესახებ მთავრობის 27 ნოემბრის განკარგულებაშია აღნიშნული.
განკარგულების მიხედვით, მთავრობასა და „კავკასიის მზის კომპანიას“ შორის გასული წლის 21 თებერვალს გაფორმებული მემორანდუმები შეწყდა. საუბარია, მზის ელექტროსადგურების (ალგეთის, გლდანის, კასპის, მარნეულის, სააკაძის, ქსნის, ახალციხის მზის ელექტროსადგური 1, ახალციხის მზის ელექტროსადგური 2; გარდაბნის მზის ელექტროსადგური 1 და გარდაბნის მზის ელექტროსადგური 2) მშენებლობაზე.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მის ხელთ არსებული 2 მზის მონაცემებისა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტების მთავრობისთვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით,“-აღნიშნულია განკარგულებაში.
რეესტრის ბოლო ამონაწერის თანახმად, სს „კავკასიის მზის კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გაჩეჩილაძე, წევრები კი - ჯაბა მამულაშვილი, გიორგი ვახტანგიშვილი და გიორგი ბეჟუაშვილი არიან. ეს უკანასკნელი კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტსაც იკავებს.