6 დეკემბერს 19:00 საათზე, სასტუმრო ბილტმორში გაიმართება მარტინ ლინდსტრომის მსოფლიო ბიზნესბესტსელერ „Buy-ოლოგიის“ ქართული გამოცემის პრეზენტაცია.წიგნი გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში ახლახან გამოსცა. წიგნის მთარგმნელი დავით ახალაძე, კონსულტანტი კი PSP-ს მარკეტინგის დირექტორი, გაყიდვების სპეციალისტი თორნიკე გურულია.
ღონისძიების სპიკერები იქნებიან თორნიკე გურული და ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი, ბიზნესტრენერი თათია ტურაშვილი.
ღონისძიებას დაესწრებიან სხვადასხვა წამყვანი კომპანიის მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერები, ასევე ამ თემითა და ბიზნესლიტერატურით დაინტერესებული სტუდენტები.
პროექტის შესახებ:
“ლურჯი ოკეანე” - ეს არის გამომცემლობა “პალიტრა L”-ის პროექტი, რომელიც მსოფლიოში აღიარებული ბიზნესლიტერატურის ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს და მიზნად ისახავს, წარმატებული საერთაშორისო გამოცდილების ქართველი მკითხველისთვის გაცნობის გზით, ჩვენს ქვეყანაში ბიზნესგანათლებას შეუწყოს ხელი.პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ისეთი ბესტსელერები, როგორიცაა: ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყი”, „გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი“; სერია „მარტივად“, დევიდ ალენის „საქმესთან გამკლავების ხელოვნება“, ელ რაისი & ჯეკ ტრაუტი - „მარკეტინგული ომები“ და სხვა.