სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკიდან იუწყებიან.

მათი ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა სამმა კომერციულმა ბანკმა მიიღო.

მოთხოვნამ 64 000 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.130 პროცენტით, მაქსიმალური 7.170 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 7.160 პროცენტით განისაზღვრა.