გერმანიის ინდუსტრიული ორგანიზაციის Frankfurt Main Finance-ის შეფასებით, 2019 წლის მარტამდე „ბრექსიტის“ შედეგად საფინანსო კომპანიები და ბანკები ლონდონიდან ფრანკფურტში დაახლოებით 750-800 მლრდ ევროს აქტივებს გადაიტანენ.
როგორც ორგანიზაციის პრესრელიზშია აღნიშნული, ევროპის ცენტრალურმა ბანკმა ბრიტანების ფინანსური ორგანიზაციებისა და ბანკებისგან ლიცენზიის გაგრძელებაზე 37 განცხადება მიიღეს. 30-მა მათგანმა „ბრექსიტის“ შემდეგ სატაო ოფისად ფრანკფურტი მიუთითეს.
Frankfurt Main Finance-ის დირექტორი ჰუბერტუს ვატი თვლის, რომ 2019 წლის პირველივე კვარტალში კომპანიების აქტივების ფართომასშტაბიან გადანაწილებას შემდგომში მოჰყვება სხვა ბიზნეს-კომპანიების დიდი ბრიტანეთიდან ევროპის სხვა ქვეყნებში გადასვლა.
ამჟამად, რამდენიმე მსხვილმა ბანკებმა და ფინანსურმა კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ მათ უკვე გადაიტანეს ოფისები ფრანკფურტში. მათ შორის არიან - Barclays, Deutsche Bank, Citigroup, Credit Suisse, JP Morgan, Lloyds, Nomura, Mizuho, Morgan Stanley, RBS და ა.შ.