ბრიტანეთი „რაინეარის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს

ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავიაკომპანია „რაინეარის“ წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს.

ამის მიზეზი ათასობით მომხმარებლისთვის კომპენსაციაზე უარის თქმაა. აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიამ მგზავრებს გადადებული ან გაუქმებული რეისების ბილეთების ანაზღაურებაზე უარი განუცხადა, ვინაიდან რეისები პილოტებისა და ეკიპაჟის წევრების გაფიცვის გამო გადაიდო.

თუმცა, როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, კომპანიას ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით, მგზავრებისთვის თანხები უნდა აენაზღაურებინა.

აღსანიშნავია, რომ წელს კომპენსაციის მოთხოვნის მიზნით, ავიაკომპანიებს შორის „რაინეარს“ ყველაზე მეტმა მგზავრმა უჩივლა.