კუბელებს მობილურ ტელეფონში 3G ინტერნეტით სარგებლობის უფლება მიეცათ

კუბის მოქალაქეები 6 დეკემბრიდან მობილურ ტელეფონში 3G ინტერნეტით სარგებლობას შეძლებენ.ამის შესაძლებლობა დღემდე მხოლოდ უცხოელებს ჰქონდათ, კუბელებს კი მობილური ტელეფონით მხოლოდ სახელმწიფო ელექტრონულ ფოსტაზე ჰქონდათ წვდომის შესაძლებლობა და ისიც Wi-Fi-ს საზოგადოებრივი წერტილებიდან. ამის შესახებ „ინდეფენდენტი“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, კუბა რჩება სახელმწიფოდ, სადაც ინტერნეტით სარგებლობა ყველაზე დაბალ დონეზეა. ქვეყანაში სახლის სადენებიან ინტერნეტზე წვდომა მხოლოდ 2017 წლიდან გახდა შესაძლებელი.

ახალი მომსახურება ერთ მეგაბაიტ სატელეფონო ინტერნეტზე, დაახლოებით, 10 ცენტი ეღირება. თუმცა, იარსებებს მზა პაკეტები - 500 მეგაბაიტი - 7 დოლარად და 4 გეგაბაიტი 30 დოლარად.