მსოფლიოში პირველი მცურავი სუპერმარკეტი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ ჯუმეირაში გაიხსნა.
როგორც გამოცემა Arabian Business იუწყება, მეწარმე მაჯიდ ალ ფუტაიმმა მოიფიქრა მაღაზია სახელწოდებით Carrefour Bites and More, რომელიც მოქალაქეებს მომსახურებას გემზე სთავაზობს.
გემი მყიდველებისგან შეკვეთებს 6 დღის განმავლობაში, დილის 10-დან საღამოს 6 საათამდე მიიღებს და მოახდენს შეძენილი პროდუქციის მიწოდებას როგორც იახტებზე, ასევე ცალკეულ პლიაჟებზე. პატარა ნავების და კატერების მფლობელები კი თავად შეძლებენ ამ გემზე ავიდნენ და შენაძენი თავადვე განახორციელონ.
გემზე ხელმისაწვდომია 300 დასახელების პროდუქცია - ცხელი და ცივი კერძებიდან, ნაყინით და გამაგრილებელი სასმელებით დაწყებული - ფარმაცევტული პროდუქციით დამთავრებული, მათ შორის, რუჯის საცხი და მზის სათვალეები. შეკვეთები მიიღება ტელეფონით, ხოლო მიწოდება ხორციელდება კატერით.
გემი ამავდროულად არის ეკოლოგიურად სუფთა, ის ელემენტებზე მომუშავე ძრავის საშუალებით გადაადგილდება და ამავდროულად, აგროვებს ზღვაში აღმოჩენილ ნაგავს და ხელს უწყობს აკვატორიის დასუფთავებას.
კოკა კვირკველია