"საქართველოს ბანკი" ოთხ რაიონში სერვისცენტრებს ხსნის

"საქართველოს ბანკი" ოთხ რაიონში ერთდროულად ახალ სერვისცენტრებს ხსნის.

ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  "საქართველოს ბანკი" კიდევ უფრო აფართოებს მომხმარებლისთვის საბანკო მომსახურებაზე წვდომას და ხონში, წალენჯიხაში, ხობსა და მარტვილში ახალ სერვისცენტრებს ხსნის. სერვისცენტრები Express ფორმატისაა, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეასრულოს ნებისმიერი სტანდარტული საბანკო ოპერაცია.

ახალი სერვისცენტრები შემდეგ მისამართზე მდებარეობს: ხონი - თავისუფლების მოედანი N3; წალენჯიხა - გამსახურდიას ქუჩა N5; ხობი - ც. დადიანის N180 და მარტვილი - თავისუფლების ქუჩა.

2014 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ბანკის 203 სერვისცენტრი მოქმედებს.