გასულ წელს, თევზის სახეობებს შორის, ყველაზე ძვირი კალმახი იყო.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში 1 კილოგრამი ცისარტყელა კალმახის საშუალო წლიური ფასი 8.6 ლარით განისაზღვრა.
კობრისა და სარკისებრი კობრის საშულო ფასი შედარებით დაბალია და 7.2 ლარი შეადგენა.
რაც შეეხება თეთრი ამურის საშუალო ფასს, ის 5.7 ლარის ფარგლებშია, ხოლო თეთრი და ჭრელი სქელშუბლის საშუალო ფასი 3.3 ლარს არ აღემატება.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში არსებული აკვაკულტურის მეურნეობების საპილოტე გამოკვლევა, წელს პირველად ჩაატარა. კვლევის ფარგლებში 700-მდე აკვაკულტურის მეურნეობა გამოიკითხა.