დანიურმა Saxo Bank-მა 2019 წლის გლობალური ეკონომიკის პროგნოზი გამოაქვეყნა.
ბანკის აზრით, მთავარი მოვლენა იქნება გერმანიაში ეკონომიკური რეცესიის დაწყება და ასევე გლობალური სატრანსპორტო გადასახადის დანერგვა, რომელიც ცხადია, ავიაბილეთების გაძვირებას გამოიწვევს. მის პროგნოზებს შორისაა ასევე ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla -ს შეძენა ტექნოლოგიური გიგანტის Apple-ის მიერ.
გერმანიისთვის კი ბანკი ეკონომიკურ რეცესიას ამ ქვეყნის საავტომობილო ინდუსტრიის მხრიდან პრობლემების ფონზე ვარაუდობს, რომელიც ცვალებად ბაზარს ფეხს დროულად ვერ აუწყობს. დანიური ფინანსური ორგანიზაციის პროგნოზით, ელექტრომობილების ბაზარი იმდენად მზარდია, რომ უკვე 2040 წლისთვის ისინი საავტომობილო წარმოების 55%-ს დაიკავებენ და გერმანიის საავტომობილო ინდუსტრია ამ სფეროში ლიდერი ვერ გახდება.
Saxo Bank-ის პროგნოზით, ეკონომიკურ რეცესიასთან ახლოს იქნება მთლიანად ევროკავშირი და ეს უპირველეს ყოვლისა იტალიაში ფინანსური პრობლემებით იქნება გამოწვეული.
კოკა კვირკველია