გერმანულმა პრემიუმ ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Audi 64 ათასი ავტომობილის გაწვევის შესახებ გამოაცხადა.გაწვევა ეხება დიზელისძრავიან V-TDI მოდელებს. როგორც გერმანული Der Spiegel-ი წერს, ეს გამოწვეულია დიზელის სკანდალით.
გამოცემის ინფორმაციით, ავტომობილიდან მოხდება ძრავის პროგრამული უზრუნველყოფის დეტალის ამოღება. გაწვევა შეეხება ცალკეულ მოდელებს, ესენია: A6, A7 Sportback, A8, Q5 და SQ5, რომლებიც არ შეესაბამებიან სტანდარტს Euro-6.
გაწვევა კონკრეტულად შეეხებათ
A6 (2015 - 2018): 3.0 TDI 155 kW, 160 kW 200 kW , ასევე 3.0 TDI Biturbo 235 kW და 240 kW
A7 Sportback (2015 - 2018): 3.0 TDI mit 155 kW, 160 kW და 200 kW ასევე 3.0 TDI Biturbo 235 kW და 240 kW
A8 (2014 - 2017): 3.0 TDI 155 kW, 190 kW და 193 kW
Q5 (2014 - 2017): 3.0 TDI 184 kW და 190 kW
SQ5 (2015 - 2017): 3.0 TDI Biturbo 230 kW, 240 kW და 250 kW
დიზელის სკანდალი, რომელშიც თავიდან პირველი აღმოჩნდა Volkswagen, 2015 წელს დაიწყო. როგორც გაირკვა, აღნიშნული ავტომობილები აღჭურვილი იყო პროგრამული უზრუნველყოფის დეტალით, რომელიც აყალბებდა რეალურ მონაცემებს გამონაბოლქვის შესახებ. შედეგად ავტომობილი გამოიყურებოდა ისე, თითქოს ის აკმაყოფილებდა ყველა სტანდარტს, რეალურად კი ისინი მნიშვნელოვნად აღემატებოდა დაშვებულ ნორმებს.
კოკა კვირკველია