2019 წლისთვის აჭარა 27 გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი

აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტმა რე­გი­ო­ნი ბარ­სე­ლო­ნა­ში საქ­მი­ა­ნი ტუ­რიზ­მის მას­შტა­ბურ გა­მო­ფე­ნა­ზე წა­რად­გი­ნა.„IBTM World”-ზე დე­პარ­ტა­მენ­ტი ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან და ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ებ­თან ერ­თად იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ბარ­სე­ლო­ნას სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტუ­ლი გა­მო­ფე­ნა ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მო­ფე­ნაა მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­საც წელს 141 ქვეყ­ნის 15 000-ზე მეტი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეს­წრე­ბო­და. დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­მო­ფე­ნის ფარ­გლებ­ში 40-მდე საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს კომ­პა­ნი­ებ­თან, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ კი აჭა­რა­ში საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბის, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის გა­მარ­თვით.

წელს, დე­პარ­ტა­მენ­ტმა რე­გი­ო­ნის სა­ზღვაო და სამ­თო ტუ­რის­ტულ პრო­დუქ­ტებს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია 25 სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტულ გა­მო­ფე­ნა­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე გა­უ­წია. მათ შო­რის იყო ისე­თი მსხვი­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­ფე­ნე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ბერ­ლი­ნის, ფრან­ქფურ­ტის, ლონ­დო­ნის, მად­რი­დის, დუ­ბა­ი­სა და თე­ლა­ვი­ვის გა­მო­ფე­ნე­ბი. 2019 წლის­თვის, აჭა­რის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტი რე­გი­ო­ნის რეკ­ლა­მი­რე­ბას 27-მდე სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ზე გეგ­მავს.