„წარმოუდგენელია, ოქროს საბადო გქონდეს და მისი სწორად გამოყენება არ იცოდე“ - რაჭული გირჩის ექსპორტიორი არაკონკურენტულ გარემოზე საუბრობს

ევროპაში კავკასიური სოჭის ნაძვის თესლზე მოთხოვნას, ადგილობრივი კომპანიების მხრიდან მიწოდება აჭარბებს, რის გამოც ბაზარზე გარკვეული პრობლემებია.როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საერთაშორისო ორგანიზაცია Fair trade-ის ნიშნის ქვეშ მყოფი კომპანია Fair trees-ის მენეჯერმა ჟანა ბაბუნაშვილმა განუცხადა, საქართვლოს ბაზარზე დაახლოებით 12-მდე კომპანიაა, რომელიც თესლს სტანდარტების გვერდის ავლით აწარმოებს, რეალურად კი ფასსაც აგდებს და ხარისხსაც, რაც საქართველოსთვის ცუდი შედეგის მომტანი იქნება.

საერთაშორისო ორგანიზაცია Fair trade-ის ნიშნის ქვეშ მყოფმა კომპანიამ Fair trees 2009 წელს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე უნიკალური ნორდმანის ნაძვის ხის გირჩის მოპოვების ათწლიანი ლიცენზია შეიძინა და მას შემდეგ დანიაში ორგანული თესლის ოფიციალური დილერი გახდა. გირჩი იკრიფება, შრება და შემდეგ ხდება მიღებული თესლის ექსპორტი. ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროპაში გაყიდული ნაძვის ხეების 90%-ზე მეტი სწორედ ქართული წარმოშობისაა.

Fair trees-ის მენეჯერი ჟანა ბაბუნაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ევროპის ბაზარზე 200 ტონა კავკასიური სოჭის თესლზეა მოთხოვნა, მაგრამ დაახლოებით, 300 ტონა გადის.

კონკრეტუალდ Fair trees კი, ამ ეტაპზე 5 ტონა გირჩის ექსპორტს ახორციელებს, თუმცა, როგორც ჟანა ბაბუნაშილი ამბობს, არაკონკურენტული გარემოს გამო, გასულ წლებთან შედარებით, მათი კომპანიის პროდუქციის ექსპორტი შემცირებულია.

„გირჩის ჭარბი მიწოდება სავარაუდოდ იმიტომ ხდება, რომ ზოგიერთი კომპანია, თესლს ჩვენზე გაცილებით იაფად მოიპოვებს და ცდილობს, მაქსიმალურად გამოიყენოს არსებული რესურსი. რეალურად, ეს აფუჭებს ბაზარს, ფასსაც აგდებს და ხარისხსაც. ყველა ნორმის დაცვით, ჩვენ გაცილებით ძვირი გვიჯდება გირჩის მოპვება, ამ დროს კი არიან კომპანიები (დაახლოებით 12 კომპანია), ე.წ ლიცენზიანტები, რომლებიც ამ ნორმებს არ იცავენ და გაცილებით იაფი უჯდებათ თესლის მოპოვება. ჩვენთვის მთავარი არ არის რამდენს მოვკრეფთ, მთავარია ხარისხი. ნელ-ნელა ვიწყებთ და ყველაზე გვიან ვამთავრებთ კრეფას, იმიტომ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, გირჩი ხმება და ხელის შეხებაზეც კი იშლება. ამიტომ, რაოდენობასთან დაკავშირებით, წინასწარ გეგმავს ვერასდროს ვადგენთ. ვარჩევ საუკეთესოებს და ამ ეტაპზე, დაახლოებით, 5 ტონის ექსპორტს ვახორციელებთ“,-აცხადებს ჟანა ბაბუნაშილი, რომელიც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას, აღნიშნული პრობლემის მთავარ მიზეზად რეგუალაციების არარსებობას ასახელებს.

„გირჩის მოპოვებასთან დაკავშირებით საქართველში არ არსებობს არანირი რეგულაცია, რომელიც კრძალავს, ლიცენზირებული კომპანიის კვარტალიდან სხვის მიერ გირჩის კრეფას. ანუ, გამოდის, რომ რამდენიმე წლის წინ კომპანიამ ტყუილად გადაიხადა ლიცენზიაში ამდენი ფული და სინამდვილეში, სადაც გინდა გირჩს იქ მოიპვებ. გამოდის, მხოლოდ ჩვენნაირი ადამიანები ზარალდებიან, ვინც ხარისსხზე მუშაობს, შესაბამის აჭღურვილობას ყიდულობს, დასაქმებულების და მათი ოჯახის წევრების სიცოცხლეს აზღვევს, გერმანიიდან ტრენერები ჩამოჰყავს, სოციალურ პროექტებს ახორციელებს და ა.შ. ამ დროს ვიღაც, მისთვის სასურველ კვარტალში შიშველი ხელებით კრეფს გირჩს, არანაირ სტანდარტს არ იცავს, მუშა-ხელს მიზერულ თანხას უხდის და არავინ არაფერს ეუბნება. შემდეგ მივდივართ ჩვენს კვარტალში გვხვდება გაკრეფილი ტყე და არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, რომ ვინმეს პასუხი მოვთხოვოთ. ასეთი კომპანიები „ქერის ორმოში“ არიან და რატომ გადაიხდიან ზედმეტ ფულს?! საჭიროა კონტროლი. ასე განვითრადა ყველა ქვეყანა, მათ შორის დანიაც. წარმოუდგენელია, ოქროს საბადო გქონდეს და მისი სწორად გამოყენება არ იცოდე “, - აცხადებს ჟანა ბაბუნაშვილი.

მისივე ინფორმაციით, სულ მალე ნაძვის ხის გირჩის მოპოვების ლიცენზიასაც ვადა გასდის, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან მოხდება თუ არა მისი კიდევ გახანგრძილება, ამ ეტაპზე უცნობია.

„ჩვენს ლიცენზიას 2 წელში გასდის ვადა, თუმცა სახელმწიფო არ გვეუბნება აპირებს თუ არა კიდევ ლიცენზიის გაცემას. ხომ უნდა ვიცოდეთ მათი პოზიცია?! “,-აღნიშნავს ჟანა ბაბუნაშვილი.

ნინი ქეთელაური