ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სადაც კლდის მასის ჩამოშლის გამო, გადაადგილება აკრძალული იყო, მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და გადაადგილება ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე კლდის მასა ჩამოიშალა.