დარგები, სადაც ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2018 წლის მე-3 კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას.„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 322.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2017 წლის მე-3 კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 48.2 პროცენტით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2018 წლის მე-3 კვარტალში 48.8 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელ მრეწველობაში განხორციელდა და 56.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 17.5 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორი 54.5 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - ენერგეტიკის სექტორი 46.3 მლნ აშშ დოლარით.

bpn