საქართველოს მთავრობა დიპლომატიური მისიებისთვის სტრასბურგსა და ლონდონში შენობებს შეიძენს.
სათანადო თანხები უკვე განსაზღვრულია 2018 წლის ბიუჯეტში ცვლილებების ფარგლებში.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, ორი შენობის შესაძენად დამატებით 17 მილიონი ლარის მობილიზება ხდება საგარეო საქმეთა სამინისტროს საბიუჯეტო ასიგნებებში.
2018 წლის ბიუჯეტის დაგეგმილი ცვლილებებით საგარეო საქმეთა სამინისტროს ასიგნება 21 მილიონი ლარით იზრდება და ჯამში 142 მილიონი ლარით განისაზღვრება.