საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 მლნ დოლარი იყიდა

2018 წლის 10 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6678 შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ სებმა სავალუტო ინტერვენცია გასულ კვირასაც განახორციელა, რა დროსაც ბაზრიდან 5 000 000 დოლარი ამოიღო.