საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქეების ი.მ.-სა და ს.გ.-ს, ფიზიკური და კუთვნილი ბარგების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 14 974.52 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 219.77 გრამი) გამოავლინეს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 14 974.52 ლარის ოდენობით შეეფარდათ.