როგორ შეიცვალა ბიძინა ივანიშვილის ქონება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქონება ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 80 მილიონი დოლარით შემცირდა, ხოლო წლის განმავლობაში 175 მილიონი დოლარით.

როგორც „ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსში“ წერია, ივანიშვილს მიმდინარე წლის განმავლობაში ქონების 3% შეუმცირდა და ამჟამად მისი ქონება 5.62 მილიარდ დოლარს შეადგენს.

4 დეკემბრისთვის ივანიშვილის ქონება 5,7 მილიარდი იყო, ხოლო 12 დეკემბრის მონაცემებში ეს ციფრი 5,62 მილიარდ დოლარამდეა შემცირებული. აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ქონება ყველაზე დიდი 2018 წლის იანვრის ბოლო კვირას იყო, როცა ეს ნიშნული 5,92 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

კოკა კვირკველია