„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, „ანაკლია სითისა“ და ,,საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა

10 დეკემბერს, 16 საათზე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, „ანაკლია სითისა“ და ,,საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ წევრებს შორის შეხვედრა გაიმართა.შეხვედრას დაესწრო „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელი ბადრი ჯაფარიძე და ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია.

ანაკლიის პორტისა და ანაკლია სითის პროექტის დამფუძნებლებმა დისტრიბუტორთა ასოციაციის წევრებს მიმდინარე სამუშაოების პროგრესი და სხვა სიახლეები გააცნეს. გაიმართა დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ინტერესი შეიძლება გამოიკვეთოს ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონისა და პორტის პროექტის ფარგლებში დისტრიბუტორებისთვის და როგორ შეიძლება ეს პროექტი მათ თავიანთი საქმიანობის გაფართოებისათვის გამოიყენონ.

„ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა“ და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება სრულად ინტეგრირებული. ეს იქნება ერთიანი თავისუფალი საბაჟო ზონა, რომელიც იდეალურ პლატფორმას შემოგვთავაზებს ლოგისტიკის ბიზნესის, საბითუმო ვაჭრობის, ელექტრონული კომერციის, მსუბუქი მრეწველობისა და რე-ექსპორტის საქმიანობისათვის“- განაცხადა “ანაკლია სითის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ბოჭორიშვილმა.

შეხვედრის შემდეგ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, „ანაკლია სითისა“ და ,,საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ წამყვანი ბრიტანულმა კომპანია „BuroHappold Engineering“ ასრულებს ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების გეგმის კვლევას, ეკონომიკური ზონის ანალიზსა და კონცეპტუალური მასტერპლანის შედგენას.