„თიბისიმ“ swoop.ge-ს 100%-იანი წილი იყიდა. ამის შესახებ „თიბისი ბანკის" გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მალე საქართველოში ახალი, „ამაზონის“ მსგავსი საიტი შეიქმნება, სადაც მომხმარებელს პროდუქციის შეძენა სახლიდან გაუსვლელად შეეძლება.
„მალე ბაზარზე ახალი ციფრული სავაჭრო პლატფორმა vendoo.ge გამოჩნდება, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს სახლიდან გაუსვლელად შეიძინოს პროდუქცია. ონლაინ-მაღაზია swoop.ge-ს ბაზაზე შეიქმნება,“-აღნიშნა ბუცხრიკიძემ.