ბაზისბანკის დისტანციური არხების ახალი ფუნქციონალი გაძლევთ საშუალებას დისტანციურად ევაჭროთ ბანკს და მიიღოთ თქვენზე ინდივიდუალურად მორგებული ვალუტის კურსი.გამოაგზავნეთ ბაზისბანკში თქვენი შემოთავაზება ინტერნეტბანკის მეშვეობით, მიუთითეთ რომელ ვალუტას ყიდით, რომელს ყიდულობთ და რა კურსით გსურთ კონვერტაცია, დაელოდეთ პირადი დილერის პასუხს და თანხმობის შემთხვევაში მიიღეთ კონვერტირებული თანხა საკუთარ ანგარიშზე.
რა არის საჭირო პირადი დილერთან გარიგების განსახორციელებლად?
• იქონიოთ ანგარიშზე ნაშთი;
• აირჩიოთ რომელი ანგარშიდან გსურთ გაყიდოთ და რომელ ანგარიშზე ყიდულობთ ვალუტას;
• მიუთითეთ სასურველი კურსი;
• გაუგზავნეთ მოთხოვნა პირად დილერს;
• რამდენიმე წამში მიიღეთ თქვენთვის სასურველი კურსი.
ოპერაცია სრულდება ავტომატურად.
მომსახურების მისაღებად, გთხოვთ, მობრძანდეთ ბაზისბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში და გაიაქტიუროთ სერვისი უფასოდ.
დაზოგეთ თქვენი დრო და ფული ბაზისბანკთან ერთად!
(R)