Apple-მა ჩინეთში iPhone-ების დროებით გაყიდვის შეჩერების გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. აღნიშნულს ითხოვდა კომპანია Qualcomm.
როგორც ტელეკომპანია CNBС იუწყება, Qualcomm-ის წარმომადგენლების განცხადებით ჩინეთის სასამართლომ მათი საჩივრის საფუძველზე მიიღო გადაწყევტილება, დროებით შეწყდეს შვიდი სმარტფონის გაყიდვა - ესენია: iPhone 6S, iPhone 6S Plus, iPhone 7, iPhone 7 Plus, iPhone 8, iPhone 8 Plus и iPhone X. სასამართლომ მიიჩნია, რომ Apple არღვევს Qualcomm-ის პატენტებს, რომლებიც ფოტოების დამუშავებასთან არის დაკავშირებული, ასევე სენსორული პანელის საშუალებით მოწყობილობის მართვასთან.
თავის მხრივ, Apple-მა განცხადებაში აღნიშნა, რომ ეს არის არასამართლიანი ნაბიჯი კომპანიისგან, რომელიც ნაკარნახევია მისი გამოუვალი მდგომარეობაში არსებული სიტუაციით, ვინაიდან Qualcomm-ს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მარეგულირებლების მიერ ხდება პატენტების დარღვევის საქმეებზე ძიება. „Qualcomm მიანიშნებს სამ პატენტზე, რომლებზეც კომპანიას აქამდე არაფერი უთქვამს, მათ შორის არის პატენტი, რომელსაც ვადა გაუვიდა. ჩვენ სასამართლოებში გამოვიყენებთ ყველა ჩვენს ხელთ არსებულ იურიდიულ შესაძლებლობას“, - აცხადებენ კომპანიაში.
ჩინური სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ამერიკული კომპანიის ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასებზე კლება მხოლოდ მცირე ხნით გამოიწვია და მალევე დარეგულირდა, ხოლო Qualcomm-ის აქციებზე ფასმა 2,3%-ით მოიმატა.
კოკა კვირკველია