1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6609 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6609 ლარი გახდა.ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.6609 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6670 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0061 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0286 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0412 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0126 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.