"მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 95%-მდე პრობლემური სესხი სესხების პატიების პროგრამაშია მოხვედრილი"

მიკროსაფინანსო ორგანიზაციების 95%-მდე პრობლემური სესხი მოხვედრილია სესხების პატიების პროგრამაში,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ამ კატეგორიაში მოხვდა იმ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პრობლემური სესხები, რომლებმაც წინასწარი თანხმობა განაცხადეს პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე.

ამჟამად, ფონდ „ქართუსა“ და აღნიშნულ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს შორის მიმდინარეობს სიების დაზუსტების პროცესი და მონაცემები ეტაპობრივად აიტვირთება ვებგვერდზე www.vali.ge