2019 წელს აჭარაში აგროსერვისისა და ლოგისტიკის ცენტრები გაიხსნება.როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, სერვისები ადგილობრივ ფერმერებს საკუთარი ხილისა და ბოსტნეულის რეალიზებაში დაეხმარება.
აღნიშნული ცენტრების მოწყობა აზერბაიჯანის აგროპოექტთა მართვის ცენტრის - „ სოფლის მეურნების განვითარება მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით“ პროექტის - „ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქტის გაყიდვის ხელშეწყობის“ ფარგლებში ხორციელდება.
როგორც პროექტის მენეჯერმა გურამ ასათიანმა East Fruit-თან საუბრისას განაცხადა, რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში - ხულოში, ქედაში, შუახევში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში თითო აგრომომსახურების ცენტრი იმუშავებს (ხელვაჩაურის ცენტრი განთავსდება ბათუმში, დანარჩენი კი ჩამოთვილი რეგიონების ტერიტორიებზე), სადაც ფერმერებს საკუთარი ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვა შეეძლებათ.
თითოეულ ცენტრში იქნება საწყობები, სამაცივრე მეურნეობები, ასევე პროდუქციის დახარისხებისა და შეფუთვის განკუთვნილი შესაბამისი ტექნოლოგიები. სწორედ შეფუთული პროდუქტი გაიგზავნება ბათუმის ლოგისტიკის ცენტრში (სადაც ხელვაჩაურის აგროსერვის ცენტრიც კომბინირდება), რომელსაც 360 კუბურ მეტრიანი სამაცივრე კომპლექსი და საწყობი იქნება.
სწორედ ბათუმის ლოგისტიკის ცენტრიდან მოხდება პროდუქციით სასტუმროების, სუპერმარკეტების, სოფლის მეურნეობის ბაზრობების და ა.შ. მომარაგება.